Orion–ის ფარმაცევტული ინოვაციები ჩვენივე სამეცნიერო–კვლევითი ორგანიზაციის მიერ იქმნება, სადაც დაახლოებით 500 უმაღლესი დონის პროფესიონალი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს მედიკამენტების ძიების, კვლევისა და განვითარების სფეროში. ჩვენი კვლევისა და განვითარების გუნდებს წლების განმავლობაში გამოშვებული აქვთ რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილი დაპატენტებული პროდუქტი როგორც ადამიანების, ასევე ცხოველებისთვის.
პიონერები ცხოველთა სედატიური საშუალებების სფეროში
პირველი ფინური დაპატენტებული მოლეკულის, დეტომიდინის, აღმოჩენა დაიწყო, როგორც ადამიანთა ანტიჰიპერტენსიული პრეპარატის შემუშავების პროცესი. სედატიური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამოისობით, რომელიც ადრეულ ეტაპზე იქნა შენიშნული, შენაერთი ოპტიმიზებულ იქნა, როგორც ცხოველთა სედატიური საშუალება, რომელმაც გაყიდვის უფლება პირველად 1983 წელს მიიღო. ალფა–2 ადრენოცეპტორ აგონისტთა იმავე ოჯახიდან კიდევ ორი სედატიური საშუალება და მათი რევერსული აგენტი იქნა შემუშავებული, დღეს კი ვეტერინარები ამ პროდუქტებს მსოფლიოს დაახლოებით 50 ქვეყანაში იყენებენ.
ჩვენი გავლენის გაფართოება შინაურ ცხოველთა ქცევაზე
ჩვენი ფოკუსის ერთ–ერთი ბოლოდროინდელი სფერო შინაური ცხოველების ქცევაა – ხმაურით გამოწვეული შფოთის საწინააღმდეგო მედიკამენტი ძალებისთვის მსოფლიოს პირველ ვეტერინარულ პროდუქტად იქცა, რომელიც ამ ჩვენებისთვის არის რეგისტრირებული 2015 წელს. რამდენადაც შინაური ცხოველების მნიშვნელობა, როგორც ოჯახის წევრებისა, იზრდება, ჩვენ უკეთესად ვიგებთ სხვადასხვა ქცევით პრობლემებს, რომლებსაც თანამედროვე გარემო და ცხოვრების სტილი უწესებს ჩვენს ოთხფეხა ამხანაგებს. შინაურ ცხოველებს ცხოვრებიდან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომელიც თავისუფალი იქნებოდა არამხოლოდ დაავადებებისგან, არამედ არასავალდებულო სტრესის, შფოთისა და შიშისგან, რასაც უკვე ვამჩნევთ ვეტერინარული დახმარების მიმართ მოლოდინის ცვლილებაში. მკურნალობის ხელმისაწვდომი ვარიანტების დიაპაზონის გასაზრდელად ჩვენ ახლო მომავალში ამ სფეროს ორ ახალ პროდუქტს დავუმატებთ.
მიკრობიომის კვლევის ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ მიკრობიომის კვლევამ მხოლოდ ბოლოხანს მიიქცია როგორც ვეტერინარიის, ისე ადამიანის მედიცინის მზარდი ყურადღება, მიკრობიომული პროდუქტი (Broilact) პორტფელში უკვე 30 წელიწადზე მეტია, რაც გვაქვს.
თუმცა Broilact შემუშავებულ იქნა ფრინველების დასახმარებლად ნაწლავების ნორმალური ფლორის შენარჩუნებისა და პათოგენური ბაქტერიის კოლონიზაციის თავიდან ასაცილებლად, მიკრობიომის მიმდინარე კვლევა ფოკუსირებულია მიკროორგანიზმებისა და ცხოველთა ჯანმრთელობაში მათი როლის გაგებაზე. ნაწლავის მიკრობიომის დისბიოზს უკვე უკავშირებენ მრავალ დაავადებას, ხოლო, როგორც ცნობილია, ბაქტერიების სხვადასხვა სახეობათა მრავალფეროვნება ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.
ჩვენი ფილოსოფია
Orion–ის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციაში ჩვენ ვამაყობთ მედიკამენტების შემუშავების ინოვაციური და მოქნილი კულტურით. ჩვენი წარმატების საფუძველია სოლიდური მეცნიერება და პრიორიტეტული სფეროები, რასაც თან ერთვის შემთვისებლობისა და გუნდური სულისკვეთების ატმოსფერო. ჩვენ აგრეთვე დიდად ვაფასებთ სხვადასხვა თანა–განვითარების შესაძლებლობებს, რათა კვალიფიცირებულმა პარტნიორებმა თავიანთი ძირითადი უნარები გააერთიანონ რაიმე უნიკალურის შესაქმნელად.